ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

მამუკა მდინარაძე: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექტრადირებული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას Facebook-ზე გამოეხმაურა.

„ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექტრადირებული“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბექა ნაცვლიშვილი – ჩინეთი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი ხდება, ყველა ფიქრობს, რომ თამაშის წესები მასთან დღესვე უნდა შეთანხმდეს – ჩვენ უნდა დავინახოთ მისი მზარდი ძალა...

ჩვენ უნდა დავინახოთ ჩინეთის მზარდი ძალა და აქედან უნდა მოვიგოთ, სწრაფად უნდა გადავდგათ რაღაც ნაბიჯები, იქნება ანაკლიის პორტი, თუ ჩინური ინვესტიციების შემოსვლა ურთიერთმომგებიან საფუძველზე, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ბექა ნაცვლიშვილმა ტრამპის ჩინეთში ვიზიტის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი დღეს მსოფლიოში, რომ ვერც აშშ აუვლიდა ამას გვერდს.„შევხედოთ ორ ზესახელმწიფოს, ერთი არის აშშ, ხოლო მეორე ჩინეთი. ვხედავთ, რომ ჩინეთს ბევრად უფრო წარმატებული ეკონომიკური პერიოდი აქვს, ვიდრე აშშ-ს. ტრამპის ჩინეთში ვიზიტის გაცხადებული მიზანი არის სწორედ ის, რომ ამ ორმა ზესახელმწიფომ, რომელზეც დგას მსოფლიო ეკონომიკა დღესდღეობით, აშშ-ს თვალსაზრისით ფინანსების მხრივ, წარმოების თვალსაზრისით ჩინეთის მხრივ, ერთმანეთთან ითანამშრომლონ, მაგრამ ორივე ერთმანეთს განიხილავს როგორც სისტემურ მოწინააღმდეგეს. ჩვენ თუ გადავხედავთ ტრამპის ახლანდელი ადმინისტრაციის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტებს, იქ ჩინეთი არის პირველ მოწინააღმდეგედ აღქმული. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რაღა პირველ მოწინააღმდეგესთან და ეწვევა პირდაპირ სასახლეში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი დღეს მსოფლიოში, რომ ვერც აშშ აუვლიდა ამას გვერდს.ჩვენ ვნახეთ, რომ მანამდე, სანამ ტრამპი ჩავიდოდა ჩინეთში, იქ ჩავიდა კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელიც განაწყენებულია ამერიკაზე, ჩავიდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველა დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, რადგან აბსოლუტურად ყველა აცნობიერებს ჩინეთის მნიშვნელობას მომავალი მსოფლიოსთვის. მე მჯერა, რომ ჩინეთი გახდება მომავალი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი, რაც დღეს ჩამოყალიბების პროცესშია. აშშ-ს ერთპიროვნული მმართველობა რომ დამთავრდა, ეს ცხადია და რაც არ უნდა პროამერიკული და ამერიკაზე გაგიჟებული იყოს ადამიანი, ისიც აცნობიერებს ამას, რადგან ჩინეთი ხდება მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი, ყველა ფიქრობს, რომ თამაშის წესები მასთან დღესვე უნდა შეთანხმდეს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სკოტ ბესენტი – ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებში შედის, ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს

ჩინეთი შესაძლოა, კულისებს მიღმა აქტიურად ჩაერთოს ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.მისი თქმით, ჩინეთი ირანზე თავის გავლენას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მცდელობისთვის გამოიყენებს.„ჩინეთის ინტერესებში შედის სრუტის გახსნა. ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს“, – განაცხადა ბესენტმა.აშშ-ის სახაზინო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია და ირანული ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის, რის გამოც პეკინს სრუტის გახსნის უფრო დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს.„ჩინეთს სრუტის ხელახლა გახსნის გაცილებით დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე აშშ-ს“, – აღნიშნა ბესენტმა.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.„წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.„ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. რეგისტრაცია ეფუძნება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართს.იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორია (აფხაზეთი, ცხინვალი, ახალგორი), სასკოლო უბანი განისაზღვრება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე (2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.სამინისტროს ცნობით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.„დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ აქ. რეგისტრაციის დაწყებამდე შეგიძლიათ, წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ სკოლებშია შესაძლებელი ბავშვის რეგისტრაცია:პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რომის პაპი – არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს

რომის პაპმა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდა დაგმო. ამის შესახებ ლეო XIV-მ რომის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას განაცხადა.პონტიფიკოსმა ევროპაში ხარჯების ზრდას დიპლომატიის ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ სტუდენტებმა მსგავსი გადაიარაღება „თავდაცვით ხარჯებად“ არ უნდა მოიხსენიონ. მისი თქმით, მსოფლიო „ომებით დასახიჩრებულია“.„არ ვუწოდოთ „თავდაცვა“ ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობასა და არასტაბილურობას, ამცირებს განათლებასა და ჯანდაცვაში ინვესტიციებს, ანგრევს ნდობას დიპლომატიის მიმართ და ამდიდრებს ელიტებს, რომლებსაც საერთო კეთილდღეობა არ აინტერესებთ“, – განაცხადა რომის პაპმა.ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ აკრიტიკებდა ევროპელ მოკავშირეებს , რომ ისინი თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ. თებერვალში მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკული იარაღის მყიდველთა პრიორიტეტული სია გადაიხედება იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომლებიც თავდაცვაზე მეტს ხარჯავენ.ტრამპის მოთხოვნით, 2025 წელს ნატო-მ მხარი დაუჭირა წევრი ქვეყნებისათვის თავდაცვითი ხარჯების მშპ-ის 5%-მდე ზრდას.სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2025 წელს სამხედრო ხარჯების გლობალური ზრდის მთავარი ფაქტორი ევროპაში დანახარჯების 14%-იანი ზრდა გახდა, რომელმაც 864 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბოლო სიახლეები