კობა გვენეტაძე: „ფრეიზერის ინსტიტუტის“ შეფასება ადასტურებს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სისწორეს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამდენადაც ის გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორების ნდობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის დადებით ეფექტს და მნიშვნელობას.
„ის ბოლო მაჩვენებელი რომელიც გამოქვეყნდა, არის გაუმჯობესებული საქართველოსთვის და ეროვნულმა ბანკმაც მისი პოლიტიკით თავისი წვლილი შეიტანა ამ გაუმჯობესებაში. აქ რამდენიმე ფაქტორია: ერთი არის საკრედიტო ბაზრის რეგულაცია, სადაც მაქსიმალურთან მიახლოვებული ქულა აქვს საქართველოს. ამავე დროს, ინფლაციის მერყეობის შეფასება სადაც ასევე, მაქსიმალურთან ახლოს არის აღნიშნული ქულა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ასეთი ინსტიტუტების დადებით შეფასებას მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. „პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, როგორც გლობალურად ასევე საქართველოში. ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მნიშნველოვანია და ეს შეფასება მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სისწორეს. ხშირად გაუკრიტიკებიათ ეროვნული ბანკი, სხვადასხვა რეგულაციების გამო, რომელიც ჩვენ მივიღეთ იმისათვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში და მოგვემზადებინა ზოგადად სისტემა ასეთი სირთულეებისათვის. ამ შეფასების მიხედვით, საკრედიტო ბაზარი არის შეფასებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია და ლიბერალურად მოქმედი ბაზარი“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...