ნათია თურნავამ ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, საქართველოს ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა.
„საქართველოში, ტრადიციულად, სექტემბრის მეორე პარასკევს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ პირველი ნომრის გამოსვლას. სიმბოლურია, რომ წელს ეს თარიღი ენერგეტიკოსის დღეს დაემთხვა. ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის გამართული მუშაობის გარეშეც საუბარი ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე წარმოუდგენელია. ამიტომ, ნება მიბოძეთ, პროფესიული დღე მივულოცო საქართველოს ყველა ეკონომისტს და ასევე ყველა ენერგეტიკოსს, რადგან ისინი ერთად ქმნიან ახალ, ძლიერ, თანამედროვე საქართველოს“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ განსაკუთრებულად მოიხსენია ის ღვაწლმოსილი ეკონომისტები, რომლებმაც 1999 წლიდან საფუძველი ჩაუყარეს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის ტრადიციას. მინისტრის თქმით, მათ ამით ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და მას მოფრთხილება და რაც მთავარია, განვითარება ესაჭიროება.
„დღეს საქართველოს ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყანა ნელ-ნელა გამოდის კოვიდ-პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისული ვითარებიდან. პოზიტიური ტენდენციები სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ უკვე მომდევნო წლებში ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული დარგების სრულად აღდგენა-განვითარებას. ამავე დროს, პანდემიამ დაგვანახა, რომ აუცილებელია უფრო მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარე რყევებზე და უფრო მეტად იქნება მიმართული ინკლუზიური განვითარებისკენ, სიღარიბის შემცირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისაკენ, ბიზნესის მხარდაჭერისა და ექსპორტის გეოგრაფიული არეალის გაფართოებისკენ და ა.შ. ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ცოდნის მიმართვა ერთი მიზნისკენ, როგორ გავხადოთ ჩვენი სამშობლო, მისი ეკონომიკა უფრო ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული“, – აღნიშნულია მილოცვაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...