9 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 58 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„რთველი 2021“- ის ფარგლებში, მოსავალი ღვინის საწარმოებს 5000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი ჯამური შემოსავალი 50 მლნ ლარს აღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წელს 280 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება და მევენახეების შემოსავალი 300 მლნ ლარამდე იქნება.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 90-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.