აშშ-ში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის გამო
ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის „აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის“ გამო.
„აღვნიშნავთ, რომ დასახელებული პირების სია შედგება ექსკლუზიურად „თალიბანის“ წევრებისგან, ან მათთან დაახლოებული ადამიანებისგან და მათ შორის ქალები არ არიან. შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი ინდივიდის „აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის გამო. ამავდროულად გვესმის, რომ „თალიბანმა“ აღნიშნული წარმოადგინა, როგორც დროებითი კაბინეტი. ჩვენ „თალიბანს“ მათი ქმედებებით და არა სიტყვებით განვსჯით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს იქნება ეს დროებითი კაბინეტი. ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება არის, რომ ყურადღებით მივყვეთ ამ პროცესს“, – აღნიშნა თურქმა ლიდერმა.
გაერო-ს წარმომადგენლის, ფარჰან ჰაქის განცხადებით, ეს გლობალური ორგანიზაცია მთავრობების აღიარების აქტებში არ მონაწილეობს.
„ეს არის საკითხი, რომელსაც აკეთებენ წევრი სახელმწიფოები და არა ჩვენ. ჩვენი თვალსაზრისით, მხოლოდ მოლაპარაკებებით და საკითხის ინკლუზიური გადაწყვეტით დადგება მშვიდობა ავღანეთში, – აღნიშნა ფარჰან ჰაქიმ.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პრამილა პატენის განცხადებით, „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ახალ მთავრობაში არცერთი ქალის დასახელება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ვალდებულებას ქალთა და გოგონათა დაცვისა და პატივისცემის თაობაზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...