მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი საგარეო განვითარების მიმართულებით არის სწორედ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა
საქართველოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში. მათი თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმ მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს ამერიკის მხრიდან აქვს.
„ეს არაერთხელ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ გარემოებას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ყველა ფორმატი, ყველა ოფიციალური ვიზიტი, იქნება ეს თუ კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალება, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. რატომ? იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი საგარეო განვითარების მიმართულებით არის სწორედ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად ქმნის ასეთი შეხვედრებისა და ვიზიტების საჭიროებას. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვექნება“, – მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სალომე ქურასბედიანი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში იქნება დაძლეული. „ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს...
ბოკუჩავა ხაზარაძეს: „ლელოს“ შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ
„ლელოს“ შიდა კვლევებითაც, იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ენმ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“ აღნიშნა, რითაც...
ზაალ ანჯაფარიძე: გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს
ძალიან გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან, -...
სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისია აპელირებს, კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სინამდვილეში, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა
დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ...
ლევან ხაბეიშვილი: კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს
კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა....
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, არსებული ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უნდა გაუქმდეს
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. 24-გვერდიან დოკუმენტში,...