სპორტკომპლექს “ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. დღეს პრიზიორები და ჩემპიონები ვაჟთა შორის 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ოქროს მედლები მოიპოვეს გოგა ძიგუამ, გიორგი ელბაქიძემ, გოგა მამიაურმა. დღესვე საქართველოს ჩემპიონები გოგონათა შორის 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ოქროს მედლები თამუნა სამხარაძემ, თამარ ხოჯაშვილმა და თეონა ჯანდაგაშვილმა მოიპოვეს.
ხვალ ჩემპიონები ვაჟთა შორის კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან .