მამუკა წოწერიამ ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა, მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში შეხვდა

Read Time:39 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასან ერთად შეხვდა.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო. ვისაუბრეთ სოფლის აქტუალურ თემებზე. გამოვკვეთეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც გახლავთ წყალმომარაგება და ასევე შიდა საუბნო გზების პრობლემები. დავგეგმეთ შესაბამისი ღონისძიებები, ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და იმ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა  გახდეს მეტად ხელმისაწვდომი ის სახელმწიფო პროგრამები და ის რესურსები, რომელიც შეიძლება აითვისოს ჩვენმა მოსახლეობამ. შესაბამისად ჩვენ უახლოეს სამოქმედო გეგმებში ამ ინიციატივებს ჩავსვამთ და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად დაეხმარება სოფელს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რეალიზებული იყოს ამ სოფლის პერსპექტივები“ განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ამ დროისთვის მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა. შეხვედრებს მერობის კანდიდატი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვისაც იყენებს და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
Next post „„ამ ადამიანებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, „- დავით შერაზადიშვილი ქალაქის ამომრჩეველს შეხვდა