თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აქვთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან და რეგულაციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც ეპიდვითარებასთან მიმართებაში არსებობს.
,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც გვაქვს ეპიდვითარებასთან მიმართებაში.
რეკომენდაციები, რომელიც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს, იქნება ეს პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავშეკავება, უნდა იქნას დაცული.
მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ აუცრელი არავინ დარჩეს. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა პანდემიასთან გასამკლავებლად.
ეფექტური კონტროლის ნაწილში ყველა ის დაწესებულება, რომელიც არ ემორჩილებოდა შესაბამის განაწესს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა მათ მიმართ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ვერც მთავრობა ცალკე აღებული, ვერც ცალკე აღებული ექიმები ვერ გავიმარჯვებთ, თუკი არ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...