იოსებ ხახალეიშვილი – ქუთაისი არის დიდი ტრადიციების ქალაქი და ასევე უნდა ვაქციოთ დიდი ინოვაციების ქალაქადაც
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად განაგრძობს. იგი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი შენგელიასთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილმა ადგილობრივებს ახალი სავაჭრო ცენტრის -” კარფურის“ გახსნა მიულოცა და ქუთაისში ახალი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაანონსა, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან ერთად, სკვერების მშენებლობის პროექტი წარუდგინა, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელსაც მერია აფინანსებს.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქუთაისსა და ქუთაისელებს აწუხებს და რომელთა მოგვარებაზე, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ ერთად იზრუნებს.
„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან თითოეული ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში. ქუთაისი უნდა ვაქციოთ განათლების მნიშვნელოვან კერად, ეკონომიკურად ძლიერ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქად, ქუთაისი არის ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქი“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან
"მდგომარეობა არის საგანგებო"- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. " მდგომარეობა...
Politico: ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება....
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....
იონათამიშვილი: მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა “ნაცმოძრაობის” კლასტერს – ამას მაშინვე მოყვა რეაქცია, დღეს მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა
თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც სჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი...