მამუკა წოწერია: ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ყველა სოფელს პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდეს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობას სოფელ ჩხორიაში ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმით ჩავიდა და მოსახლეობისგან დამატებითი საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.
„აღსანიშნავია, რომ სოფელში, ჩვენი ხელისუფლების დროს 35-მდე პროექტია განხორციელებული, როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. აღსანიშნავია, რომ სოფელი არის სრულად გაზიფიცირებული, უმეტესობას მოგვარებული აქვს წყალმომარაგების პრობლემა და დაისახა შემდეგი პრიორიტეტები – ეს გახლავთ გზის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულება საკუხალეიშვილოს უბანში და წყალმომარაგების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის მცირედი ნაწილისთვის პრობლემის მოგვარება, რომელი აუცილებლად უახლოეს სამოქმედო გეგმაში აისახება. ასე, რომ ჩვენს სოფლებს ყველა ის პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რათა ძირითადი გამოწვევები სრულად იყოს აღმოფხვრილი“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მერობის კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან გამართულ ინდივიდუალურ შეხვედრებზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია იმყოფებოდნენ.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დღეს ლომისობაა
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის...
წინასაქორწილო წვეულება – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის ულამაზესი საცოლე
გიორგი მამარდაშვილის და მისი რჩეული ელენე ეტიპაშვილი ქორწილისთვის ემზადებიან. ელენე „ინსტაგრამზე“ წინასაქორწილო წვეულების ფოტოებს ავრცელებს.
თბილისში წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. კრწანისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩის N7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/25/2024 23:00 დან 6/26/2024 11:00...
რა მდგომარეობაა ალავერდის მონასტერში, რომელსაც ქარიშხალმა გადაუარა – სააგენტოს განცხადება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს...
შალვა ნათელაშვილი: ხვიჩას მოვუწოდებ, პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს, ტრავმის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის
ხვიჩას მოვუწოდებ, პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს, ტრავმის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის, - ამის...
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, მოჰამედ რაფათ აჰმედ სალლამის უბედური შემთხვევის...