იოსებ ხახალეიშვილი:კიდევ მრავალ კარგ საქმეს წამოვიწყებთ, რომ ჩვენს ქალაქს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ირაკლი შენგელიასთან და ამირან კოპალეიშვილთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამარჯვების ადმინსტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის მერად მისი არჩევიდან დღემდე ქუთაისში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში საბინაო და საგაზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, არსებული ღია არხი კაპიტალურად დაიხურა, სპორტული მოედანი მოეწყო. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ტენდერია გამოცხადებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე. მისივე თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში, იგი გააგრძლებს ზრუნვას სკვერების, ქუჩების, ატრაქციონების მოწყობაზე, რათა ბავშვებს საკუთარ ქალაქში გართობისა და ჯანსაღი განვითარების უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეთ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალურ თემას – უფასო მედიკამენტების, აუტისტური ბავშვების დახმარების პროგრამებს. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იყო და იქნება განათლება. მისივე ინიციატივით, გასულ წელს სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაუფინანსდათ, რაც წარმატებული პროექტი გახდა და მიმდინარე წელსაც განხორციელდება.
„დაახლოებით, 7 თვეა, რაც ნდობა გამომიცხადეთ და ქუთაისის მერად ამირჩიეთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი საქმის კეთება გავაგრძელეთ, ბევრი ახალი საქმის კეთება წამოვიწყეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად კიდევ მრავალ კარგ საქმეს ჩავუყრით საფუძველს, რათა ჩვენს ქალაქს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...