ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხსა და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხსა და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ გვაინტერესებს, ერთი მხრივ, მშვიდობა და სტაბილურობა და კეთილდღეობა და განვითარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სვანეთის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს კუთხე ხალხით გამოირჩევა.
„განსაკუთრებით მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს, ამ ულამაზესი კუთხის შვილებს, ყველას მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო სვანებო! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ამ სილამაზეს უყურებ, ერთადერთი განცდა გაქვს – ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ საამაყოა, იყო ქართველი და ამავდროულად, გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ყველა კუთხეს და მუნიციპალიტეტს. სვანეთი გამოირჩევა მართლაც არა მხოლოდ უნიკალური სილამაზით, ბუმბერაზი მთებით, პირველ რიგში სწორედ ხალხით გამოირჩევა ჩვენი ეს ულამაზესი კუთხე. სვანები გამოირჩევიან საკუთარი უნიკალურობით, სიმამაცით. თქვენ ხართ ბუმბერაზი ხალხი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ მიჩნდება ასოციაცია, ვუყურებ რა უზარმაზარ მთებს და კლდეებს, ასეთი ხალხია სწორედ ამ კუთხის შვილები, ჩვენი სვანები. პირველ რიგში, ყველას მადლობას გიხდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერისთვის, სწორედ თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული გამარჯვება. მოვდიოდით რა ამ კუთხეში, მე გამახსენდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი დამფუძნებლის სტუმრობა სვანეთში. გახსოვთ, მაშინ როგორი სპექტაკლის დადგმა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების მავნებელმა პოლიტიკოსებმა. მაშინ თქვენ ღირსეული პასუხი გაეცით იმ პროვოკაციას. ამ ღირსებისა და ვაჟკაცობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით! ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...