მამუკა მდინარაძე: დაახლოებით 10 დღის წინ გადავწყვიტეთ, რომ შალვა ელოშვილი ყაზბეგის მერობის კანდიდატი აღარ ყოფილიყო
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ყაზბეგის მერის თანამდებობაზე პარტიის ყოფილი კანდიდატის, შალვა ელოშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც imedinews-თან საუბარში მდინარაძემ განმარტა, დაახლოებით 10 დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, შალვა ელოშვილი ბაკურ ავსაჯანიშვილით ჩაენაცვლებინა, რის გამოც განაწყენებულმა ელოშვილმა პარტია დატოვა.
„შალვა ელოშვილი ამბობს, რომ ტოვებს გუნდს და ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებს ამ განცხადებას, თითქოს ის მერობის მოქმედი კანდიდატია. ეს არაა სიმართლე. დაახლოებით 10 დღის წინ პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის აღარ ყოფილიყო კანდიდატი. ეს იყო 62 კანდიდატიდან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მერობის კანდიდატის ჩანაცვლება მოგვიწია – ბაკურ ავსაჯანიშვილის კანდიდატურით. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ყაზბეგში ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან. უკვე 9 აგვისტოს, როდესაც IRI-ის ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან ტრენინგები გაიმართა, ამ ტრენინგს ელოშვილი უკვე აღარ ესწრებოდა. მისი განცხადების იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და ამის გამო აღარაა მერობის კანდიდატი, არ არის სწორი. რაც შეეხება პარტიიდან მის წასვლას, ეს გამოწვეულია განაწყენებით პარტიაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
ყაზბეგის მერობის „ქართული ოცნების“ ყოფილმა კანდიდატმა შალვა ელოშვილმა მმართველი პარტია დატოვა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...