კახა კალაძე ოლიმპიელებს: არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც შენი საქმიანობით ასახელებ სამშობლოს და უამრავ ადამიანს ახარებ
მადლობა თქვენ იმისთვის, რაც გააკეთეთ, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც შენი საქმიანობით ასახელებ სამშობლოს და ახარებ უამრავ ადამიანს, – ასე მიმართა ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„მინდა ამ წარმატებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კარგად ვიცი რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ და ზოგადად, რა დგას ამ ყველაფრის უკან. მინდა ვსარგებლობ შემთხვევით, და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა მადლობა გადავუხადო. ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე, ის იყო პირველი თქვენი გულშემატკივარი იქ, სადაც გულშემატკივრების გარეშე გიწევდათ ასპარეზობა და მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრისკენ
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც...
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი...
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია-მამა შალვა კეკელია
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, -...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...