იაგო ხვიჩია – შეთანხმებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენს კოლეგებს რაღაც სხვა ტიპის გაერთიანება აინტერესებთ, რომელიც, ვფიქრობ, წაგების ფორმულას უფრო ჰგავს
შეთანხმებების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, სადაც რამე შეთანხმება იქნება ჩვენთვის მომგებიანი, მაგრამ მიდრეკილები არ ვართ იმისკენ, რომ ერთადერთი გზა არის, ვიღაცასთან ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ, რაც, მისი აზრით, წაგების ფორმულას ჰგავს.
„ჩვენ გვაქვს საკითხები, რომლებიც გვაინტერესებს. თუ ამ საკითხებს ისინიც საკუთარ დღის წესრიგში წინ გადმოწევენ, იქნება პრიორიტეტული, მაშინ ჩვენ ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლებთ. ჩვენ ამისთვის ვართ პარლამენტში და ვითანამშრომლებთ, ახლაც ვცდილობთ. მათი პრიორიტეტები არის იმდენად განსხვავებული, რომ ვერ ვლაგდებით იმაზე, რომ რაიმე საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში თანმიმდევრულად ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ეს არ აინტერესებთ ჩემს კოლეგებს. მათ რაღაც სხვა ტიპის გაერთიანება აინტერესებთ, რომელიც მე მგონია, რომ ზოგადად წაგების ფორმულას უფრო ჰგავს, ვიდრე რამე რეალურ გაერთიანებას. ადამიანი რომ „ტიტანიკზე“ არბოდეს, თქვენ რომ იცოდეთ, რომ ეს „ტიტანიკია“, ხომ არ გაყვებოდით. თქვენ შეიძლება, მოუწოდოთ, რომ ჩამოვიდეს, ნუ ავა. მაგრამ შენ ხომ არ გაყვები, რაც არ უნდა მოგწონდეს და გული შეგტკიოდეს შენს კოლეგებსა და მეგობრებზე. მე გეუბნებით დამოკიდებულებაზე. ზოგადად, შეთანხმებების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, სადაც რამე შეთანხმება იქნება ჩვენთვის მომგებიანი, მაგრამ მიდრეკილები არ ვართ იმისკენ, რომ ერთადერთი გზა არის, ვიღაცასთან ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი კალანდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანაზე: არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, ეროვნული მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება
არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, დიდი ეროვნული, დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით...
ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ – დიმიტრი ხუნდაძე
ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა...
საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი...
მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში
სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში, – ამის...
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით
„საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით“,- ამის...
იენს სტოლტენბერგი – უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ...