ნათია თურნავა: აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის
ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„პირველი – მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე – ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი – ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა
დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა. მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა. მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს. „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კოტის თეატრალურმა ჯგუფმა წარმოდგენა გამართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალით...
სტუ-ის „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საქველმოქმედო აქცია გამართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით,...
მეუფე შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ნინოობის შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ. წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტის მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს....
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის ეგიდით, მორიგი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის ეგიდით, პროექტის - „ლექტორის საათი“ ფარგლებში, რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ...