თამარ გაბუნია: ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში პიკი უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს
დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი სამწუხაროდ არის დაახლოებით 50-55%. გასულ პერიოდში, როდესაც პანდემიის კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა ეს მაჩვენებელი 75-80%-ს აღემატებოდა, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად უკვე ვიმყოფებით, უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალიზაციას მოკლე ხანში დავუბრუნდეთ. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს. აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე საბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...