დავით ზალკალიანი: მთელ საქართველოს ვულოცავ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას, რაც ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა
დავით ზალკალიანი საქართველოს ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ აღიარების მოსაპოვებლად , – წერს ზალკალიანი.
მინისტრის განცხადებით, გეოგრაფიული და ბუნებრივი სიმდიდრე ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელსაც წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
„ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება, ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა“, – წერს ზალკალიანი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...