Samsung-მა Galaxy S9 და Galaxy S9+ ოფიციალურად წარადგინა. ახალი ფლაგმანების პრეზდენტაცია ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress-2018-ზე გაიმართა.
5,8 დუიმიანი S9 და 6,2 დუმიანი S9+ წინა Samsung Galaxy-ისგან დიდად არ განსხვავდება. ახალი სმარტფონების ძირითადი უპირატესობა გამოსახულების და ვიდეოს დამუშავებისთვის სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა. 12-მეგაპიქსელიანი კამერა super slow-motion-ის ეფექტს იძლევა, ანუ წამში 480 კადრს.
ამასთან, ახალი სმარტფონების მომხმარებლებს ანიმაციური ემოჯის შექმნა შეეძლებათ. საუბარია Animoji-ზე, რომელიც მანამდე მხოლოდ iPhone X-ის მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
Galaxy S9-ის შიდა მეხსიერება 64 გიგაბაიტია, S9+ის კი 64 და ასევე 256 გიგაბაიტი. ორივე სმარტფონი უსადენოდ იმუხტება.
პრეზენტაციამდე 2 დღით ადრე Samsung-ის ახალი ფლაგმანების Galaxy S9+ და S9-ის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
მანამდე ჟურნალისტმა ევან ბლასმა Samsung Galaxy S9+ და S9-ის ფასები გაამჟღავნა მისი ინფორმაციით, პირველის ფასი 997 ევროა, მეორესი კი – 841 ევრო.