ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

მაკიაჟის მოშორების სწორი თანმიმდევრობა და წესები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

დემაკიაჟი – სახის კანის მაკიაჟისგან გასუფთავებას ნიშნავს. დეკორატიული კოსმეტიკა, პრაქტიკულად, არ სცილდება წყლით. ამიტომაც კოსმეტიკაში არსებობს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანი.
როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახისთვის შესაფერისი დემაკიაჟის საშუალება?
არსებობს სამი ტიპის კანი : ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. ყოველ მათგანს შესაფერისი მოვლა სჭირდება.
მშრალი კანი ხშირად მგრძნობიარეა და მისთვის დამახასიათებელია ადრეული დაბერება და ჭკნობა. ამიტომაც ასეთი ტიპის კანისთვის უნდა შეირჩეს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ნაზი საშუალება. გამოდგება ორფაზიანი ტონიკები, რომლებიც წყალსა და ზეთებზეა დამზადებული.
ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია სიპრიალე და ის გამონაყარისკენ არის

მიდრეკილი. ამიტომაც ცხიმიანი კანის დემაკიაჟი უფრო ინტენსიური უნდა იყოს. რეკომენდებულია გელები და ქაფები, რომლებიც სველ კანზე ისმევა და შემდეგ წყლით იბანება.

ნორმალური კანი მკვრივი და ელასტიკურია. მისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ფერი. ის არ პრიალებს, როგორც ცხიმიანი კანი და არც იქერცლება, როგორც მშრალი. ასეთი კანი იტანს ყველანაირ გამწმენდ საშუალებას. თუმცა მაინც უმჯობესია, გამოიყენოთ მსუბუქი მუსი ან მაკიაჟის ჩამოსაშორებელი რძე.

როგორ გავიკეთოთ ეფექტურად დემაკიაჟი?
გაწმენდის პროცედურისას უმჯობესია, გამოიყენოთ ბამბის ტამპონები. ისინი არ გორგოლავდება, არ ტოვებს კანზე ბამბის ბუსუსებს და არ იწოვს დემაკიაჟისთვის განკუთვნილ ბევრ საშუალებას.

გირჩევთ ჩაიტაროთ დემაკიაჟი შემდეგი თანმიმდევრობით: ხელები (უბრალოდ, კარგად დაიბანეთ საპნით იმისათვის, რომ მოიშოროთ ჭუჭყი, ცხიმი და ოფლი), შემდეგ გაიწმინდეთ ტუჩები, წამწამები და წარბები, ხოლო ბოლოს სახის კანი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში გათიშული ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს ელექტროსისტემა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება."

სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი – „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას.  ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – აცხადებს გიორგი ფანგანი.ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა. 

უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ანგარიშში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეიძლება, დანაყოფს 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები მოწყობილობა ჰქონდეს.უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას რუსეთის დასავლეთში, ვორონეჟის რეგიონში, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ფარგლებში.დასავლური მედიის შეფასებით, ფხენიანმა უკვე გაუგზავნა რუსეთს 40 ერთეული KN-23 და KN-24 ბალისტიკური რაკეტების ახალი პარტია, ხოლო გასულ კვირას რუსეთმა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთკორეული ორი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!”

,,სასწრაფო ინფორმაცია! მანგლისში ახალგაზრდა ქალი, თამარ ფერცულიანი იძებნება. ​ოჯახის წევრების განცხადებით, იგი მანგლისიდან გუშინ გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. ​ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, თუმცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჩართულობასა და მაქსიმალურ გავრცელებაზე დიდ იმედს ამყარებენ. ​თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის ადგილსამყოფელზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე: 597-17-77-58 ​გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!''-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი, სეზარ გასტელუმი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მედიის ცნობით, გასტელუმი ორ მეგობართან ერთად ვიდეოს იღებდა ტრეს რიოსში, კულიაკანის ჩრდილოეთით მდებარე სწრაფი კვების რესტორნის წინ, როდესაც მას მოტოციკლით ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ერთ-ერთმა ახლო მანძილიდან ესროლა.როგორც BBC წერს, მას TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ძირითადად კომედიურ ვიდეოებს აქვეყნებდა.მედიის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ეჭვმიტანილები ადგილიდან მიიმალნენ.ცნობისთვის, ეს მექსიკაში ინფლუენსერის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, 23 წლის ვალერია მარკესი სილამაზის სალონში, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.

ბოლო სიახლეები