ორშაბათი, ივნისი 1, 2026

მაკიაჟის მოშორების სწორი თანმიმდევრობა და წესები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

დემაკიაჟი – სახის კანის მაკიაჟისგან გასუფთავებას ნიშნავს. დეკორატიული კოსმეტიკა, პრაქტიკულად, არ სცილდება წყლით. ამიტომაც კოსმეტიკაში არსებობს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანი.
როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახისთვის შესაფერისი დემაკიაჟის საშუალება?
არსებობს სამი ტიპის კანი : ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. ყოველ მათგანს შესაფერისი მოვლა სჭირდება.
მშრალი კანი ხშირად მგრძნობიარეა და მისთვის დამახასიათებელია ადრეული დაბერება და ჭკნობა. ამიტომაც ასეთი ტიპის კანისთვის უნდა შეირჩეს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ნაზი საშუალება. გამოდგება ორფაზიანი ტონიკები, რომლებიც წყალსა და ზეთებზეა დამზადებული.
ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია სიპრიალე და ის გამონაყარისკენ არის

მიდრეკილი. ამიტომაც ცხიმიანი კანის დემაკიაჟი უფრო ინტენსიური უნდა იყოს. რეკომენდებულია გელები და ქაფები, რომლებიც სველ კანზე ისმევა და შემდეგ წყლით იბანება.

ნორმალური კანი მკვრივი და ელასტიკურია. მისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ფერი. ის არ პრიალებს, როგორც ცხიმიანი კანი და არც იქერცლება, როგორც მშრალი. ასეთი კანი იტანს ყველანაირ გამწმენდ საშუალებას. თუმცა მაინც უმჯობესია, გამოიყენოთ მსუბუქი მუსი ან მაკიაჟის ჩამოსაშორებელი რძე.

როგორ გავიკეთოთ ეფექტურად დემაკიაჟი?
გაწმენდის პროცედურისას უმჯობესია, გამოიყენოთ ბამბის ტამპონები. ისინი არ გორგოლავდება, არ ტოვებს კანზე ბამბის ბუსუსებს და არ იწოვს დემაკიაჟისთვის განკუთვნილ ბევრ საშუალებას.

გირჩევთ ჩაიტაროთ დემაკიაჟი შემდეგი თანმიმდევრობით: ხელები (უბრალოდ, კარგად დაიბანეთ საპნით იმისათვის, რომ მოიშოროთ ჭუჭყი, ცხიმი და ოფლი), შემდეგ გაიწმინდეთ ტუჩები, წამწამები და წარბები, ხოლო ბოლოს სახის კანი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ  თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა.მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში. აქვს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2020-2025 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ხოლო ამ დრომდე მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.შემოსავლების სამსახურის უფროსმა ია ახალაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე,  მოადგილეები - მიხეილ ჩოკოშვილი, ლევან წითელაშვილი, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

პაატა იმნაძე – საქართველოში დენგეს ვირუსის შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, არ არსებობს რეალური რისკი, რომ ვირუსი ჩვენს ქვეყანაში გავრცელდეს

საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება წელიწადში რვამდე იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა.ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს.„მთავარია, რომ ადგილობრივი გადაცემა ჩვენთან არ არის აღწერილი. მაგალითად, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი შემთხვევები უკვე აღწერილია და ეს გადამტანით გადაცემადი დაავადებაა. ასე რომ, გადამტანი თუ არ არის, იქ ვერ გავრცელდება. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. საავადმყოფოში, სადაც იწვა, ჩატარებულია დეზინფენქცია, ანუ მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ეს ჩვეულებრივი პროტოკოლია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს. პაციენტი გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა.

გურამ მაჭარაშვილი – პეტერ ფიშერი თავს ესხმის ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, გერმანიის ელჩი ასრულებს არა დიპლომატის, არამედ რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას

პეტერ ფიშერის განცხადებები კრიტიკული არ არის, ის პირდაპირ თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.გურამ მაჭარაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის.„დიდი ხანია, ამ ჩარჩოდან გასულია, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებს, რაც მისი საქმე არ არის და ერევა პოლიტიკაში, რაც, ასევე, მის ფუნქციებში არ შედის. პეტერ ფიშერთან მაქვს კითხვა – გერმანიას როგორ ჰგონია, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? აბა, მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტს გადახედოს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხომ არ აქვს პრეტენზიები? რამდენადაც ვიცი, გერმანიას საიტზე, როგორც პრეზიდენტი, ჰყავს ისევ ზურაბიშვილი და ვის მიმართ აქვს კითხვები? დღევანდელი პრეზიდენტის, ყაველაშვილის მიმართ აქვთ კითხვა, თუ ზურაბიშვილის მიმართ? ბატონო ელჩო, აბა, გადახედეთ, ვინ გყავთ პრეზიდენტად. ანუ, ვის მიმართ გაქვთ პრეტენზიები? თქვენი აზრით, დღეს თუ ისევ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, მაშინ ზურაბიშვილს მოჰკითხონ პრეტენზიები. თუ აღიარებენ, რომ დღეს ყაველაშვილია პრეზიდენტი, მაშინ მათ საიტზე ისევ ზურაბიშვილი რატომ არის? ასე ემართება ყველა იმ ადამიანს, დიპლომატს, პოლიტიკოსს, თუ არაპოლიტიკოსს, რომელიც თავის ფუნქციებს არ ასრულებს და სხვა სახელმწიფოს საქმეებში უხეშად ერევა. სამწუხაროა, მაგრამ გერმანიის ელჩი დღეს დიპლომატის ფუნქციას არ ასრულებს, ის ასრულებს რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას. როგორ შევყვეთ ახლა?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი ვიდრე ოფიციალურად არ მიმართავს ევროკავშირს წევრობის შესახებ ან არ მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსს, რეფერენდუმი არალოგიკურია

სომხეთი ვიდრე ოფიციალურად არ მიმართავს ევროკავშირს წევრობის შესახებ ან არ მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსს, რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია, რადგან ამისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისი თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი არჩევანი მხოლოდ თეორიულია, ხოლო თეორიულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არაგონივრული და დაუსაბუთებელია. ამიტომ, სომხეთის ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდ მუშაობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, სადაც, მისი შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი პოტენციალი.ფაშინიანმა ასევე ისაუბრა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის შესახებ და ეს პროცესი კოსმოსში არსებულ გრავიტაციულ პროცესებს შეადარა.„პლანეტები და ციური სხეულები როდესაც გარკვეული გრავიტაციული ურთიერთობების საფუძველზე არსებობენ და მოქმედებენ, ხოლო ეს ურთიერთობები ირღვევა და ბალანსი იკარგება, მაშინ კატასტროფები ხდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.ამასთან, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს მკვეთრ ნაბიჯებს.„როგორც ბალანსის დამყარება, ისე ბალანსის აღდგენა და ახალი ბალანსის ფორმირება უნდა მოხდეს მაქსიმალურად თანდათანობით, რათა პროცესები მართვადი იყოს და სხვა ტიპის ავარიები არ გამოიწვიოს“, – აცხადებს სომხეთის პრემიერი.ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ტრანსფორმაციის ეტაპზე იმყოფება.„ამ ტრანსფორმაციის ეტაპს პოზიტიურად ვაფასებ, რადგან ახალ პირობებში რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვაყალიბებთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას ფაშინიანმა განმარტა, რომ „დამოუკიდებლობა არის ცოტაზე დამოკიდებულების შეცვლა ბევრზე დამოკიდებულებით“. მან მაგალითად მოიყვანა, რომ ყოველდღიურად ქვეყანას წყალს თუ მხოლოდ ერთი მომწოდებელი აწვდის, ეს ადამიანია შესაძლოა, ავარიაში მოყვეს, ავად გახდეს ან საკუთარი მდგომარეობა ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს და არაპროპორციული პირობები წამოაყენოს.ფაშინიანის თქმით, პარტნიორთა რაოდენობის გაზრდა რისკებს ამცირებს და სახელმწიფოს უკეთეს მოლაპარაკების შესაძლებლობას აძლევს როგორც ფასებზე, ისე მიწოდების მოცულობებზე. სწორედ ამ ლოგიკით, მისი განცხადებით, 2022 წლის შემდეგ სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ადრე ასეთი ურთიერთობები არ ჰქონდა, მათ შორის საუდის არაბეთსა და პაკისტანთან.სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ურთიერთობების ნორმალიზებაზე თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რადგან ამ მიმართულებებზე არსებული „ცარიელი სასწორის თეფშები“ დისბალანსს ქმნის. მისი თქმით, ამ ბალანსის აღდგენა არა ახირება, არამედ სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი დააკავეს – „სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა მიუღებელია“

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა 31 მაისს ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი Tagor-ი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.როგორც მაკრონი წერს, ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, საერთაშორისო წყლებში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.როგორც მაკრონმა აღნიშნა, ოპერაცია საზღვაო კანონმდებლობის მკაცრი დაცვით ჩატარდა.„მიუღებელია გემების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ომის დაფინანსება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ოთხ წელზე მეტია, აწარმოებს. გემები, რომლებიც არ იცავენ საზღვაო ნავიგაციის ყველაზე ძირითად წესებს, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოს და ყველას უსაფრთხოებას“, – წერს მაკრონი. 

ბოლო სიახლეები