საფრანგეთში, ალპების სათხილამურო კურორტ დუეზზე ბრიტანელი მოთხილამურე დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კაცი სათხილამურო გზიდან გადავიდა და როგორც კურორტის წარმონადგენელი ამბობს, ხევში გადავარდა.
ის ორ მეგობართან ერთად სრიალებდა. მათგან ერთი დაშავდა, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეორე კი დაზიანებების გარეშე გადარჩა.
ეს საფრანგეთის ალპებში, ბოლო ორ დღეში ადამიანის დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა. ცოტა ხნის წინ, კურორტ ავორიაზზე 12 წლის ბიჭი თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა.