ირაკლი კობახიძე: ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ
„ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაშორიშორება“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიციის მიერ, თბილისში, აგრესიული ჯგუფებისა და ჟურნალისტების განცალკევების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა ზუსტად იციან, როგორ უნდა დაიგეგმოს ოპერაცია სწორად.
„როდესაც საქმე გვაქვს ადამიანების მასასთან და დიდ რაოდენობასთან, არსებობს ობიექტური სირთულეები და, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელია, ადამიანების შედარებით მცირე ჯგუფი განარიდო შედარებით დიდ ჯგუფს, იმისთვის, რომ ინციდენტები არ მოხდეს. გამომდინარე იქიდან, რომ იქ იყო აგრესიის არა მხოლოდ რისკი, არამედ – ფაქტები, საჭირო იყო დაშორიშორება. ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაშორიშორება. ოპერაცია იყო სწორად დაგეგმილი და ამაზე პასუხს სამართალდამცველი ორგანოები გაგცემენ. როდესაც ხედავ, რომ არსებობს მომეტებული რისკები, პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედო და რაღაც ნაბიჯებისგან უნდა შეიკავო თავი. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა. მათ იმოქმედეს იმ ძალების შესაბამისად, რომელთაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...