ლევან დავითაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ცხადდება პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მექანიზაციის სხვადასხვა თანადაფინანსების პროცენტით უზრუნველყოფას მოიცავს.
„პროგრამის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, მასში ჩაერთოს ჩვენი რამდენიმე ათასი თანამოქალაქე და ფერმერი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამას დაახლოებით 6 ათასამდე ბენეფიციარი ეყოლება და თითო სოფელზე საშუალო გადანაწილებით 2 ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაინც გაჩნდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვახდენთ დაახლოებით 120 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ეს იქნება ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტექნიკის კუთხით, არამედ ინვესტიცია, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული ფერმერების, ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებაზე და ისინი შესაბამისად აირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია და გამოიყენებენ მათთვის საჭირო მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო
პარტია "ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება: "სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს...
პრემიერი: რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში
რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ...
პრემიერი: მადლობა სამართალდამცველებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და მინდა ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ...
პრემიერი: სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს
თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის...