ლევან დავითაშვილი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ცხადდება პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მექანიზაციის სხვადასხვა თანადაფინანსების პროცენტით უზრუნველყოფას მოიცავს.
„პროგრამის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, მასში ჩაერთოს ჩვენი რამდენიმე ათასი თანამოქალაქე და ფერმერი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამას დაახლოებით 6 000-მდე ბენეფიციარი ეყოლება და თითო სოფელზე საშუალო გადანაწილებით ორი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაინც გაჩნდება. ეს გულისხმობს , რომ ჩვენ მოვახდენთ დაახლოებით 120 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ეს იქნება ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტექნიკის კუთხით, არამედ ინვესტიცია, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული ფერმერების, ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებაზე და ისინი შესაბამისად აირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია და გამოიყენებენ მათთვის საჭირო მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო
პარტია "ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება: "სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს...
პრემიერი: რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში
რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ...