![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2020/09/received_352116729251802.jpeg)
ნათია თურნავა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ, წარმატებით გაეგრძელებინოთ ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო საქმიანობა. საზღვაო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ უზრუნველყოფს, საქართველოს საზღვაო პოლიტიკის განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილია“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს ჰიდროგრაფიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების განვითარების, ისე კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით. დაიწყო ქართული საზღვაო-სანავიგაციო რუკების წარმოება, რომელიც შეტანილ იქნა მსოფლიო რუკათა კატალოგში და მიენიჭა საერთაშორისო ნუმერაცია, ქართული საზღვაო რუკები ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს მასშტაბით.
ნათია თურნავას განცხადებით, ჰიდროგრაფიის სამსახური აღიჭურვა მცურავი საშუალებებით, ასევე განვითარდა საზღვაო კარტოგრაფია და მეტეოროლოგია. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების სანავიგაციო ნიშნებით. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ შუქურებს ბათუმსა და ფოთში, რაც მნიშვნელოვანია არამარტო სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ქვეყნასა და რეგიონში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ჰიდროგრაფიის სამსახურის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან, საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისგან დაცვასთან.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ჰიდროგრაფიის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს და საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დაარსებიდან ას წლისთავს“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2005 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციით 21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღედ გამოცხადდა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პლენარული დისკუსია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტების ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ, პლენარულ დისკუსიას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დისკუსიაში...
ონთან დღეს უკვე მეოთხე მიწისძვრა მოხდა, ნახეთ, რამდენ მაგნიდუტს შეადგენდა მიწისძვრა
რაჭაში, ონთან დღეს უკვე მეოთხე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ამჯერად ონიდან სამხრეთით, სოფელი უშოლთაა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე დროის...
მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – ცნობილია, როდიდან იცვლება ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს...
დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ტკბილეულის მირთმევა – ენდოკრინოლოგის რჩევა
ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად: - თუ ხორციან კერძს მივირთმევთ,...
პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა
2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის...