თამარ გაბუნია – პანსიონიდან ბავშვების გადაყვანა სპონტანური ვერ იქნება და ამ მიმართულებით საპატრიარქოსთან მუშაობას გავაგრძელებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების სხვა დაწესებულებებში გადაყვანა უსაფრთხოდ და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.
ამიტომ, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, საჭიროა კარგად მომზადება, დაგეგმვა. ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაციას განაგრძობს.
„ჯანდაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა იმგვარად, რომ ბავშვების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში საუკეთესო ინტერესების დაცვით, უსაფრთხოდ მოხდეს. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება, ამდენად, ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...