ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიის შესახებ: მათ სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი
გიორგი გახარიას და მისი პარტიის ამოცანა `ქართული ოცნებისთვის“მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, ერთადერთი ამოცანა, რაც შეიძლება ყოფილი პრემიერის პარტიას ჰქონდეს, ეს არის, თუნდაც მინიმალური რაოდენობით მაინც დააკარგვინოს ხმები ქართულ ოცნებას.”
„მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ერთი პროცენტიც, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქართულმა ოცნებამ, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და როდესაც გამოდის კონკრეტული პარტია და კონკრეტული პირი და თავის თავს აცხადებს „ოცნება 2“-ად, ბუნებრივია, აქ გვჭირდება რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი, ნებისმიერ ერთი ხმა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავი ყალბი ინფორმაციით გამოაცხადოს ფსევდო პარტიად და „ოცნება 2“-ად.
ეს არის რიტორიკა, მთელი რიტორიკა იკითხება ზუსტად ასე, ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების რიტორიკა, ეს ტერმინიც აქტიურად გამოიყენება და, თუ დააკვირდებით, თვითონ გახარიას და მისი პარტიის რიტორიკას, მათ შორის იმას, რომ ისინი ნაკლებად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ სხვის ბუდეში და ეს არის ქართული ოცნების ბუდე, კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...
თამარ ჩერგოლეიშვილი: ირეცხება ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა და ახალი იბადება – ჯერ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ აუცილებლად დაინახავთ
ოპოზიციური ლიდერების კრიზისისა და ამის გამომწვევ მიზეზებზე "ევროპული საქართველოს" წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: თვალსაჩინო და თვალსაჩინოზე მეტია ლიდერშიფის კრიზისი ოპოზიციურ...
სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი, სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი – გურამ მაჭარაშვილი
როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“...
მარიამ ქვრივიშვილი: რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული – ტურიზმი ისახება ციფრებში და არა აღქმებში
რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები, რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული -...
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...