ორშაბათი, მარტი 23, 2026

მდინარაძე: მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაში ალოგიკური არაფერია

პარლამენტში, აფგან მუხტარლის გაუჩინარების საქმეზე საგამოძიებო კომიის შექმნაზე მსჯელობისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნაში ალოგიკური არაფერია.

“აუცილებლად უნდა დავადასტურო, რომ ამ მოთხოვნაში ალოგიკურს ნამდვილად არაფერს ვხედავთ. კითხვებს ყოველთვის პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკაც, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე მსჯელობს.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.

საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩვენი ოჯახის ტკივილი რომ თქვენს ტკივილად გაიხადეთ, ამაზე დიდი ნუგეში არ არსებობს თურმე ამქვეყნად, თუმცა ამის საშუალებას თავად ჩვენი ტკბილი პატრიარქი გვაძლევს… მიუხედავად დიდი...

,ჩვენი ოჯახის ტკივილი რომ თქვენს ტკივილად გაიხადეთ, ამაზე დიდი ნუგეში არ არსებობს თურმე ამქვეყნად, თუმცა ამის საშუალებას თავად ჩვენი ტკბილი პატრიარქი გვაძლევს... მიუხედავად დიდი მწუხარებისა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, დაუღალავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს...” - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), პატრიარქის ძმისშვილი

კაია კალასმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ევროკავშირის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ კალასის სატელეფონო საუბარი „ევროკავშირის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილი იყო დიპლომატიური გზების შესასწავლად“.„სატელეფონო საუბრის დროს კალასმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის აუცილებლობას, გამოაცხადა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს დიპლომატიისა და დიალოგის ხელშეწყობაში“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა. სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. დისკუსიების მიზანია ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ პირველ პირთა მეუღლეების მხარდაჭერის შეფასება და მათ საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა. მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრამდე კი სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. სამუშაო სესიის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომლის მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ღონისძიებები 24 და 25 მარტს გაიმართება. მასში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

პანაშვიდებთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოებში სამძიმრის მიღება გრძელდება.ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომში საქართველოს საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებმა.

მეუფე ნიკოლოზი:მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ...

"მე ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდები - "მე ბოლო პატრიარქი ვარო", რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა - ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ: როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და ამაღლდა ზეცად, სახარებიდან როგორც ვიცით, შემდეგ როცა მოციქულები იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს სუფრაზე ერთ ადგილს ტოვებდნენ, თეფშს დებდნენ და მაცხოვარი ნამდვილად იქ იყო. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ იყო, ღვთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს.მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, მათ შორის სინოდის სხდომაზე. უნდა იგულისხმებოდეს, რომ მას პატრიარქი ესწრება. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, ვფიქრობ, ჩვენი ძმური სიყვარულით, ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენი ძმური სიყვარულით მხარს დავუჭერთ. ასე მგონია, რომ ჩვენ ყველანი ვეცდებით, ასე ვხედავ ამას მე დღეს, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ პატრიარქი იგულისხმებოდეს. გაუჭირდება თუ ამპარტავნებით მოინდომებს. წარმოუდგენელია. თუ თავმდაბალი იქნება ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ გამოვარჩევთჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა, ბოლო წლებია ის ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა, ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წყვეტდა ყველაფერს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია, ასეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი. ჩვენ ბევრჯერ ცხარე კამათი გვქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. ასეთი ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი, მაშინ... მე მჯერა, რომ იქნება" -თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას.

ბოლო სიახლეები