რობერტ სტურუა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: რატომ დაგავიწყდათ ყველაფერი? ეტყობა, რაღაც დევს ადამიანში – ძალით ვივიწყებთ ცუდს, ვითომ არ გვახსოვს
რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას, კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის, 1967 წელს დაწერილი რომანი, „მარტოობის ასი წელიწადი“ გაიხსენა. მან განაცხადა, რომ ირაციონალურია, როცა ადამიანებს ავიწყდებათ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჩადენილი ბოროტება.
„მარკესის „მარტოობის ას წელიწადში“ არის ერთი ეპიზოდი, რომელიც ძალიან ჩამრჩა გულში. საბჭოთა სახელებს თუ დავარქმევთ, სიუჟეტი ასეთია: ერთ ქალაქს თავს ესხმის კგბ, წაიყვანენ ყველა მოწინავე მამაკაცს, ჩასვამენ სატვირთო ვაგონებში, გაიყვანენ სადღაც და იქვე დახვრეტენ – ისევე, როგორც ჩვენთან დახვრიტეს აჯანყებული ქართველები ზესტაფონთან, 1924 წელს. მეორე დღეს ხალხი არაფერს კითხულობს, თითქოს, ყველაფერი დაავიწყდათ… ამ მეტაფორას მიმართავს ეს გენიალური მწერალი და გვეუბნება, რომ ასე გვავიწყდება ბოროტება. სადაც ხვალ დღესასწაულია, იქ, 10 წლის წინ საშინელება იყო. ახლა, იქ ჰკიდია იმ კაცის ფოტო, ვინც ეს ჩაიდინა. მითხარით, რა არის აქ საშინელი? რატომ დაგავიწყდათ ყველაფერი? ეს ირაციონალური კითხვებია, რომელთაც მე ვერ ავხსნი. ეტყობა, რაღაც დევს ადამიანში – ან ძალით ვივიწყებთ, ვითომ არ გვახსოვს, ან თვისება გვაქვს, რომ ცუდი დავივიწყოთ და კარგი გვახსოვდეს“, – განაცხადა რობერტ სტურუამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...