მამუკა მდინარაძე – არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს
ჩვენთვის ამოსავალი წერტილია შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას. ჩვენ კონვენციის მუხლებს ვწერთ და ვუთითებთ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ შეეხოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის რაღაც მუხლები, რაც შეთანხმების მიუხედავად არ უნდა მოხდეს ამნისტიაში და ეს არის სწორი ნაბიჯი.
მდინარაძის განცხადებით, უფრო მეტი დაკონკრეტება შეთანხმების არსიდან აღარ გამომდინარეობს.
„ზედმიწევნით ვაპირებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტი და სულისკვეთება ავსახოთ. მგონი, რომ საკამათო არაფერია. იმისათვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა კარგი იყო, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევჯერდეთ. შეიძლება, განხილვა ორი დღით გადაიდოს და არა რამდენიმე კვირით, როგორც ამას ოპონენტები ითხოვენ. თუ შეხვედრას და საკითხის სხდომაზე გამოტანას დღეს ვერ მოვასწრებთ, ეს გაკეთდება ამ კვირის ბოლომდე. შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ამნისტიის კანონი ყველა ვარიანტში იყოს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობებს დავარღვევთ. არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, თუ ვინმე ცდილობს, რომ საამისო პირობები შექმნას, ჩვენ ამას არ ვცდილობთ. ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე შიო: ვიფხიზლოთ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით
როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული, - ამის...
შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება – ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს...
გერმანია ნამდვილად არ არის ერთი პიროვნება, მიხაელ როთის გამონათქვამები გერმანიასთან არსებულ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ შეცვლის – დავით მათიკაშვილი
მიხაელ როთის გამონათქვამები გერმანიასთან არსებულ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ შეცვლის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,...
მე პირადად და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება – ლევან მაჭავარიანი
„მე პირადად და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, მე ინფორმაციას ნამდვილად...
არჩილ თალაკვაძე მიხაელ როთს – როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის სტატუსს ეხმიანება, სადაც როთი აღნიშნავს,...
ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესს – ლევან მაჭავარიანი
„ბოლო დღეების განმავლობაში სიმართლესთან და ქართველ ხალხთან სასტიკი დამარცხებით აგონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად ბოლშევიკურ და ფაშისტურ მეთოდებზე...