ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონიის გახსნისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, USAID-ი საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.
„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება“ მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. ის მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას; კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებასა და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას, ასევე, თავისუფალი ბაზრისა და დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. ეტაპობრივად, შესაძლებელი იქნება გრანტის გაზრდა 330 მილიონ დოლარამდე. ჩვენი ქვეყნისადმი, მხოლოდ USAID-ის დახმარება შეადგენს 1 800 000 000 დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით, 335 პროგრამა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით. დღეს მიმდინარე პროექტების საერთო, ჯამური ღირებულება შეადგენს 260 მილიონ დოლარს და გვაქვს 35 მიმდინარე პროექტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას. მინდა, ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობასა და ქალბატონ ელჩს, კელი დეგნანს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...