ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე მხარეები სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან
„ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებებისა და შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა.
„ჩვენი ამოსავალი პრინციპია, რომ მალე დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები, გადავიდეთ საკომიტეტო მოსმენაზე და დამატებით, შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა გავაგრძელოთ კომიტეტის ფარგლებში. რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ამასთან მიმართებაში ჩვენ ვერსიად განვიხილეთ ის, რომ შესაძლებელია იყოს ორი მოადგილე, აქაც საკითხი დგას ისე, რომ ერთი იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, უფრო მეტი კვალიფიკაციის და ერთი იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. მოვალეობის შესრულების საკითხი ისევ დგას ობიექტურ კრიტერიუმზე, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით კონტრარგუმენტი არ არსებობს, ვერავინ იტყვის კონტრარგუმენტს თუ რატომ არ უნდა იყოს ეს ასე. ამიტომ, სხვა საკითხთან დაკავშირებით უკვე დეტალები და ნიუანსებია,სადაც შეთანხმების მიმართებით წინ წავიწიეთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე დარჩა ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება დამატებითი მსჯელობა საკომიტეტო ფარგლებში.
„შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია. ვფიქრობ, რომ ამ კრიტერიუმებს დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება სპეკულაციები. დანარჩენს უკვე გავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...