გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია მოქალაქეებთან მათი ნდობის მოპოვებისა და მოტივირებისთვის
„ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან მათთვის მოტივაციის შესაქმნელად, როგორც ვადამდელი, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიწყოთ პოლიტიკური კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან ინტერაქციის და მათი ნდობის მოპოვებისთვის. მათი მოტივირებისთვის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება აუცილებელი და შესაძლებელია, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებით“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციას, აქ ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია – მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც მაჟორიტარებთან, ისეთ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ისეთ საკვანძო ადგილებში, დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც არის პირველივე ტურში გამარჯვების შანსი. ჩვენი ამოცანაა ყველა შანსის გამოყენება, რათა ეს ხელისუფლება დამარცხდეს. სამწუხაროდ, შეთანხმებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ოპოზიციური პარტნიორების ნაწილის მხრიდან ოპოზიციაში დანერგა უიმედობა და იმედგაცრუება, მაგრამ ეს უნდა ამოვქაჩოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ამ ხელისუფლების ჩამოცილების გარეშე ეკონომიკური, უსაფრთხოების, ჯანდაცვის და რაც მთავარია, მორალური კრიზისიდან ამოსვლის შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ბოკერიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...