ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი ხალხის ბიუჯეტის მაქსიმალურად მიზნობრივად და კეთილსინდისიერად გამოყენებაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი.
„ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე მუშაობა. აღნიშნული მიდგომის მნიშვნელოვანი შედეგები ჩვენ უკვე მკაფიოდ დავინახეთ კარდიოქირურგიის მაგალითზე: დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი. თუმცა, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სამწუხაროდ კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. დადგენილი ტარიფების ფარგლების ზევით, კვლავ ხდება პაციენტებისთვის თანხების მოთხოვნა სრულიად გაუგებარი მიზეზებით. მსგავს პრეცედენტებზე ჩვენ არაერთხელ გავეცით გაფრთხილება, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოგვიწევს სათანადო უწყებებისთვის მიმართვა, რათა გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მსგავს ფინანსურ სქემებზე.
მიუხედავად იმისა, რომ გათანაბრებული ტარიფების ინიციატივა არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯები დიდი რეფორმების ნაწილია, რომელშიც კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით ჩართულობა ყველას ვალდებულებაა.
აქვე დავამატებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტია ხალხის ბიუჯეტის მაქსიმალურად მიზნობრივად და კეთილსინდისიერად გამოყენება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ შესყიდვების პროცესის მუდმივ აუდიტს, რათა გამოვავლინოთ ხარვეზები და კორუფციის თუნდაც მინიმალური რისკი თუ ცდუნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...