კახა კუჭავა: ბოლომდე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური ვიყო
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ბოლომდე ეცდება, იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური.
„ის, რის დანერგვასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება ნამდვილად გახდეს არა მხოლოდ კანონზე, რომელიც ახალი რეგლამენტით და ახალი კონსტიტუციით, ნამდვილად წარმოადგენს მიღწევას, დაინერგოს პრაქტიკაშიც. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, ერთ დღეში ვერ ხდება ნამდვილად კულტურის ცვლილება. ჩემგან იქნება ბოლომდე მონდომება და მცდელობა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური ვიყო. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენ და „ქართული ოცნებიდან“ ვარ არჩეული, ამ გუნდის ერთგული წევრი ვრჩები და ჩემი პირადი მოსაზრებები ყოველთვის მექნება, მაგრამ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც სხდომა მიჰყავს, აუცილებელია, ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის იყოს ძალიან დაბალანსებული, ნეიტრალური და არ იყოს მიკერძოებული სხდომათა დარბაზში. ყოველთვის მექნება საშუალება ჩემი მოსაზრებები, ჩემი პოზიციები გამოვთქვა და ეს კენჭისყრებზეც დაფიქსირდება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ პარლამენტი ნამდვილად იყოს უფრო კონსტრუქციული, საქმიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო მეტი თავშეკავება იქნება საჭირო და ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე...
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...
რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
„წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს - მოღალატეობა. ეს...