ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია  

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა – ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა  დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო  15 იანვარს დაადო.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება.„ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, მე ამას მხარს დავუჭერდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.შეკითხვაზე, უზრუნველყოფდა თუ არა აშშ ქურთული ძალების საჰაერო დაფარვას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამას ვერ იტყვის. ტრამპმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ირანთან ახლოს მდებარე მთავარი საზღვაო მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე, ღია დარჩება.„მათ ფლოტი აღარ ჰყავთ. თქვენ იცით, რომ მათი საზღვაო ფლოტი ახლა ზღვის ფსკერზეა. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ჰორმუზის სრუტეს“, –  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს ატარებდნენ იმის თაობაზე, უნდა დაესხან თუ არა თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და თუ თავდასხმას გადაწყვეტენ, როგორ უნდა განხორციელდეს ის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას ირანის მიერ ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის მიერ აზერბაიჯანში, ქალაქ ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ამასთან, მედიის ცნობით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს.ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტულიირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უარყვეს აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება. შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.

Reuters: ინდური ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ, რადგან ირანის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მომარაგების დეფიციტი შექმნა

ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ. როგორც წყარო იტყობინება, ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.ინდოეთი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, ხოლო ნედლი ნავთობის მარაგი ქვეყნის მოთხოვნას დაახლოებით 25 დღისთვის აკმაყოფილებს, რაც მას მიწოდების შოკების მიმართ დაუცველს ხდის. სახელმწიფო ნავთობგადასამუშავებელმა კომპანიებმა, მათ შორის Indian Oil-მა, BPCL-მა, HPCL-მა და MRPL-მა, ტრეიდერებისგან დაახლოებით 20 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინეს. მანამდე, ინდოეთმა შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები აშშ-ის ზეწოლის ფონზე, მაგრამ არსებულ პირობებში ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები ბაზარზე ბრუნდებიან, რადგან ხელმისაწვდომობა ფასზე უფრო კრიტიკული ხდება.

ირანის ელჩი აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებზე: „ვიღაც ცდილობს მეზობლებს შორის დაძაბულობის გაღვივებას

,,საინტერესოა, რომ უცნობი_ძალის მიერ განხორციელებული თავდასხმა ნახჭევანზე მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, გააქტიურდა ირანელი დიპლომატების ბეირუთიდან გადაყვანის პროგრამა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეშვეობით. ეს უბრალო დამთხვევაა თუ უცნობი_აქტორის მცდელობა, გაამწვავოს ურთიერთობები მეზობლებს შორის და გამოიწვიოს რეგიონის დესტაბილიზაცია?''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

ირაკლი კობახიძე – ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.„ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გამოვთქვი საქართველოს სოლიდარობა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – აღნიშნავს პრემიერი. 

ბოლო სიახლეები