კვირა, ივნისი 1, 2025

ზურაბ ალავიძემ არ იცის, რატომ საყვედურობს ოთარ დანელია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას კრიტიკას უპასუხა.

„ძალიან მაღალი დონის კომისიაა. ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. წელს სერიოზული მობილიზებით შევხვდებით. თანხებიც საკმაოდ არის გამოყოფილი. პირველი კომისიის სხდომამ ჩვეულებრივად ჩაიარა. არ ვიცნობ ოთარ დანელიას დღევანდელ განცხადებას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მობილიზებული ვარ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში, წელს რაოდენობაში მაინც რომ შევამციროთ, რადგან ერთ წელიწადში ამის მოგვარება ალბათ ძალიან რთული იქნება. მაქსიმალური მობილიზაცია გვაქვს ამ კუთხით გამოცხადებული, როგორც ფინანსურად, ასევე მაქისმალურად ვართ ჩართულნი“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გააკრიტიკა. საქმე ეხება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კომისიას.

“მე მაქვს განდა, რომ არასათანადო აღქმაა პრობლემის მიმართ, რომელიც გვემუქრება მიმდინარე წელს. შემაშოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი არ ესწრება შესაბამის სხდომას ბოლომდე და მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს, არ ჩადის რეგიონებში”, – თქვა დანელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – პარიზი ჯადოსნურია, კვარა ჯადოსნურია, გილოცავთ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს.საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“.„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“ – წერს საელჩო.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

ბოლო სიახლეები