დავით სერგეენკო: ისევ ვიტოვებ იმედს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

Read Time:45 Second

მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი საერთაშორისო პარტნიორი ვადამდელ არჩევნებს ლეგიტიმურად არ განიხილავს.

„ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის მიერ არც ყოფილა განხილული. პოლიტპატიმრების საკითხზე მისი შემოთავაზება რაც იყო, გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლებულიყო მელია და ასევე, რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, უმოკლეს ვადებში ყოფილიყო ამნისტიის შესახებ კანონი, ამაზეც უარი თქვა ოპოზიციამ. იქ იყო საუბარი გარკვეულ საპარლამენტო თანამდებობებზე, რამაც მე პირადად ცოტა გამაკვირვა.

რა დროს თანამდებობებზე საუბარია, როცა სახელმწიფოებრივი ინტერესია. ამაზეც იყო მზადყოფნა, თუმცა არა იმ მოცულობით, რასაც ოპოზიცია ითხოვდა. ეს მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს. მთავარი შედეგი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არ განიხილავს ლეგიტიმურად. რაც საკვანძო საკითხი იყო. დანარჩენ საკითხებზე დარჩა იმის რესურსი, რომ მოლაპარაკება და შეთანხმება შედგა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, მოლაპარაკების რესურსი კიდევ არის და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე
Next post გიორგი გახარია-30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან…დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში