მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც კრისტიან დანიელსონმა თქვა, არცერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ყველა მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს, თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესს, ამის შესახებ დანიელსონმა გვითხრა. ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდებიან“, – განაცხადა სამნიძემ.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.