გია ვოლსკი – „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგია დესტაბილიზაციაა
მოლაპარაკების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობის” მოუსვლელობა განპირობებულია გარკვეული დამოკიდებულებებით, რომელიც მას გააჩნია არჩევნების თემასთან დაკავშირებით. მათ არ უნდათ არჩევნები, მათი გზაა დესტრუქცია, რითაც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილი. ეს არის ფორმულა, რასაც მიჰყვებიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აკაკი მინაშვილის განცხადება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, სრულ სურათს ქმნის.
„ხისტი ულტიმატუმების გარდა, მათი მხრიდან არაფერი ყოფილა. ერთი გარემოება არის, რომელიც გასათვალისწინებელია – რეგიონში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა. რასაც 2006 წლიდან ვაკვირდები, არც ერთი ნაბიჯი „ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში იყო თუ ოპოზიციაში, არ გადაუდგამს, რომელიც არ ემთხვევა იმ ინტერესებს, რაც საოკუპაციო ძალებს აქვთ. დანიელსონი მექანიზმია, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ სურვილებს, რომელიც გააჩნიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან პოლიტიკურ სუბიექტებს. აკო მინაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, რაც სრულ სურათს ქმნის. მარგინალიზაცია მოსალოდნელია ასეთი ხისტი პოლიტიკური სუბიექტებისგან, მაგრამ საშიშროება სხვა რამეშია, მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებაში დაპირისპირება მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არანაირი არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგიაა დესტაბილიზაცია, რომელიც ემთხვევა იმ სტრატეგიას, რაც გააჩნია საოკუპაციო ძალას. ეს არის რეალობა, ზედაპირზე დევს ფაქტები და არგუმენტები, რომლის ანალიზი აუცილებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...