გია ვოლსკი – „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგია დესტაბილიზაციაა

Read Time:51 Second

მოლაპარაკების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობის” მოუსვლელობა განპირობებულია გარკვეული დამოკიდებულებებით, რომელიც მას გააჩნია არჩევნების თემასთან დაკავშირებით. მათ არ უნდათ არჩევნები, მათი გზაა დესტრუქცია, რითაც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილი. ეს არის ფორმულა, რასაც მიჰყვებიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აკაკი მინაშვილის განცხადება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, სრულ სურათს ქმნის.

„ხისტი ულტიმატუმების გარდა, მათი მხრიდან არაფერი ყოფილა. ერთი გარემოება არის, რომელიც გასათვალისწინებელია – რეგიონში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა. რასაც 2006 წლიდან ვაკვირდები, არც ერთი ნაბიჯი „ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში იყო თუ ოპოზიციაში, არ გადაუდგამს, რომელიც არ ემთხვევა იმ ინტერესებს, რაც საოკუპაციო ძალებს აქვთ. დანიელსონი მექანიზმია, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ სურვილებს, რომელიც გააჩნიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან პოლიტიკურ სუბიექტებს. აკო მინაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, რაც სრულ სურათს ქმნის. მარგინალიზაცია მოსალოდნელია ასეთი ხისტი პოლიტიკური სუბიექტებისგან, მაგრამ საშიშროება სხვა რამეშია, მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებაში დაპირისპირება მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არანაირი არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგიაა დესტაბილიზაცია, რომელიც ემთხვევა იმ სტრატეგიას, რაც გააჩნია საოკუპაციო ძალას. ეს არის რეალობა, ზედაპირზე დევს ფაქტები და არგუმენტები, რომლის ანალიზი აუცილებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე: ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას
Next post გიორგი მარგველაშვილი – ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო, არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია