„ისინი საუბრობენ, რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს და შეთანხმება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირადი ინტერესებით ნაკარნახევ პოზიციას. მათ ჩაშალეს მოლაპარაკება. როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ის სრულად ეკისრება ჩვენს ოპონენტებს“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.