თენგიზ ცერცვაძე – პირბადის ტარების მაჩვენებელი 43 პროცენტამდე შემცირდა, დიდ შეცდომას ვუშვებთ, ნუ დავიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია
ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70 პროცენტიდან 43 პროცენტამდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„შეზღუდვების შემსუბუქება არის რისკი, რა თქმა უნდა. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა 90% აცრა მოსახლეობის და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენც ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი. ამას დრო უნდა, იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე.
ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70 პროცენტიდან 43 პროცენტამდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების. ევროპამ, სხვადასხვა ქვეყნებმა გაახანგრძლივეს ლოკდაუნი, რადგან შეიძლება შემობრუნდეს სიტუაციაა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...
LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. ამ...