უკრაინული მედია: სააკაშვილის თანამოაზრეები, მათ შორის გიზო უგლავა „უკრაინის რკინიგზის“ შემოსავლებს იტაცებენ
მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები, მათ შორის უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგლავა „უკრაინის რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს იტაცებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ანტიკორუფციული ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე უკრაინამ 450 მილიონი გრივნის ოდენობის სახელმწიფო სახსრები დაკარგა. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ კორუფციულ სქემებს, რომელთა დამალვასაც ახლა „უკრაინის რკინიგზის“ ტოპ-მენეჯერები ცდილობენ. უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებით, რკინიგზისთვის ეს უარყოფითი პერიოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც „უკრაინის რკინიგზის“ კომერციულ დირექტორად ირაკლი ეზუგბაია დაინიშნა.
„2005-2012 წლებში ირაკლი ეზუგბაია „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა. ის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი თანამოაზრეა. საქართველოში მასზე ძებნაა გამოცხადებული, გამოძიება მას 40 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება. სატვირთო გადაზიდვების სფეროს „ჩავარდნაში“ ფიგურირებს „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ჟმაკიც, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში სააკაშვილის პირველი მოადგილე იყო. თავისი თანამდებობის გამოყენებით ის ეზუგბაიას უკანონო მაქინაციებს მალავს.
სარგებლის მთავარი მიმღები ამ სქემაში სააკაშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგლავაა. 2019 წელს უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც გიზო უგლავა სახელმწიფო კომპანია „უკრობორონპრომში“ („უკრაინის თავდაცვითი მრეწველობა“) კორუფციული სქემების დანერგვაში იყო გარეული. მისი თანაშემწე კი, რომელიც მანამდე უგლავასთან ერთად უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობდა, ახლა „უკრაინის რკინიგზის“ პიარ-დირექტორად დაინიშნა.
„უკრაინის რკინიგზასა“ და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში ზემოხსენებული ადამიანების მოსვლის შემდეგ სატვირთო გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. „უკრსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ამ მიმართულებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა“, – წერს გამოცემა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...