„ეს ის კაცია, რუსეთს რომ აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? – მიხეილ სარჯველაძე პატრიკ დაუნის ინტერვიუზე
„ეს ის კაცია, რუსეთს რომ აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? – მიხეილ სარჯველაძე პატრიკ დაუნის ინტერვიუზე „ეს ის კაცია ბოროტი ენები რომ ამბობენ, რომ რუსეთს აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთში მცხოვრები აშშ-ს მოქალაქის პატრიკ დაუნის ინტერვიუს, რომელიც გუშინ მთავარი არხის ეთერში გავიდა. სარჯველაძის თქმით, ფილოსოფიაში არსებობს დაპირისპირებულთა და ერთიანობისა ბრძოლის კანონი და ყველაფერი ნათელია. „ეს ის კაცია ბოროტი ენები რომ ამბობენ, რომ რუსეთს აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და შესაბამისად, სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? მაშინ აღარ ღირს ამაზე დისკუსიის და თემის გაგრძელება, მე მგონი ყველაფერი ცხადია. არსებობს დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი ფილოსოფიაში და მგონი ამით ყველაფერი ნათელია“ – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...