მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ეცადონ, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ
მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ფარული აუდიოჩანაწერები რადიკალური ოპოზიციის მორიგი გეგმაა. ამის შესახებ მან „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, ეს გეგმა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მმართველი გუნდის რადიკალურმა ოპონენტებმა „გაყალბებული არჩევნების“ და „პოლიტპატიმარი მელიას“ გეგმებით საზოგადოება ვერ აღაშფოთეს.
„რადიკალურმა ოპოზიციამ მოიგონა ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ყველა სიტყვაში ატრიალებენ, თუმცა ამ პროექტმა არ გაამართლა. ეუთო/ოდრიმა სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და ა.შ. ამის შემდეგ, ემოცია რომ ვერ წამოიღო ამ „გაყალბებულმა არჩევნებმა“, იმიტომ, რომ ტყუილი იყო ამის საფუძველი, გამოიგონეს ახალი ნარატივი – მელია პოლიტმატიმარი. და აღმოჩნდა, რომ არც ამ ნარატივმა, არც ამ ცრუ კამპანიამ გაამართლა, რადგან სამართლებრივი ლოგიკა სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც მელიას ქცევებს მოჰყვებოდა. მან სახელმწიფოს უთხრა: „არ მაინტერესებს სახელმწიფო, არ მაინტერესებს კანონი“ და თავად გავიდა კანონის ჩარჩოებიდან, თავად მიიღო გადაწყვეტილება მისივე დაკავების შესახებ, დაემორჩილა მიხეილ სააკაშვილის გეგმას და ნარატივს. ამანაც ვერ აღაშფოთა საზოგადოება, იმიტომ, რომ სიმართლე არ იყო მის მხარეს.
დაბოლოს, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, როდესაც უკვე იცოდნენ, რომ სხვა გზა არ ექნებოდათ, უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს მაინც უწევთ, გამოიგონეს ახალი ნარატივი – „მოძალადე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები“. ამასაც არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ, არ გამოიძერწება ასეთი ნარატივი და ეს მესამე მცდელობაც იქნება წარუმატებელი“, – განაცხდა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...