მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ეცადონ, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ

Read Time:1 Minute, 5 Second

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ფარული აუდიოჩანაწერები რადიკალური ოპოზიციის მორიგი გეგმაა. ამის შესახებ მან „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, ეს გეგმა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მმართველი გუნდის რადიკალურმა ოპონენტებმა „გაყალბებული არჩევნების“ და „პოლიტპატიმარი მელიას“ გეგმებით საზოგადოება ვერ აღაშფოთეს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ მოიგონა ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ყველა სიტყვაში ატრიალებენ, თუმცა ამ პროექტმა არ გაამართლა. ეუთო/ოდრიმა სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და ა.შ. ამის შემდეგ, ემოცია რომ ვერ წამოიღო ამ „გაყალბებულმა არჩევნებმა“, იმიტომ, რომ ტყუილი იყო ამის საფუძველი, გამოიგონეს ახალი ნარატივი – მელია პოლიტმატიმარი. და აღმოჩნდა, რომ არც ამ ნარატივმა, არც ამ ცრუ კამპანიამ გაამართლა, რადგან სამართლებრივი ლოგიკა სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც მელიას ქცევებს მოჰყვებოდა. მან სახელმწიფოს უთხრა: „არ მაინტერესებს სახელმწიფო, არ მაინტერესებს კანონი“ და თავად გავიდა კანონის ჩარჩოებიდან, თავად მიიღო გადაწყვეტილება მისივე დაკავების შესახებ, დაემორჩილა მიხეილ სააკაშვილის გეგმას და ნარატივს. ამანაც ვერ აღაშფოთა საზოგადოება, იმიტომ, რომ სიმართლე არ იყო მის მხარეს.

დაბოლოს, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, როდესაც უკვე იცოდნენ, რომ სხვა გზა არ ექნებოდათ, უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს მაინც უწევთ, გამოიგონეს ახალი ნარატივი – „მოძალადე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები“. ამასაც არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ, არ გამოიძერწება ასეთი ნარატივი და ეს მესამე მცდელობაც იქნება წარუმატებელი“, – განაცხდა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი აბუსერიძის თაღლითობა „რაგბის ოჯახში“
Next post ვიქტორ სანიკიძე: 2024 წელს განაცხადს ვაკეთებთ ევროკავშირში გაწვრიანებაზე, დღეს კი ფარულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ, რაც უკან ხევს ქვეყნის განვითარებას