სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო
სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ჟიული შარტავა დღეს 77 წლის გახდებოდა, ის 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟილი შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
კახეთში, ძლიერი სეტყვაა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები აქვეყნებენ.
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო...
ბათუმში, 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – მას ორი შვილი დარჩა
31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება,...
სულ მალე ბაღდათის მუნიციპალიტეტს ღვინის ლაბორატორია ექნება
Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000...
ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან....
რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,...